20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
რუსთვი 2-ის დაცვას ხელოვანები ცდილობენ

პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ჟურნალისტების მხარდაჭერის შემდეგ, რუსთვი 2-ის დაცვას ხელოვანებიც ცდილობენ.

ისინი ტელეკომპანიის ფინანსურ მხარდაჭერას საკუთარი დანაზოგიდანაც შეეცდებიან.

"დუმილის უფლება ახლა არავის აქვს" - აცხადებენ საზოგადოების ცნობილი წევრები.

თავისუფალი მედიის უფლებების დასაცავად, რუსთავის 2-ის ფინანსურ მხრდასაჭერას სუხიშვილები საკუთარი დანაზოგიდან იწყებენ.

ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის წინაშე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ხელოვანები ძალიან ცოტა დროს და საშუალებებს ხედავენ. თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტის გადასარჩენად მთავარ სიტყვას საკუთრ აუდიტორიას: მსმენელს, მკითხველს და მაყურებელს აძლევენ.

დღის ამბები