20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"6 მილიონის ინვესტიცია იდებოდა რუსთავი 2"-ში ყველანაირი ვალდებულებების გარეშე"-ნიკა გვარამია

"6 მილიონის ინვესტიცია იდებოდა რუსთავი 2"-ში ყველანაირი ვალდებულებების გარეშე"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. 

გვარამიამ კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზნები თუ რატომ ეძებდნენ არხის ხელმძღვანელები ინვესტიციას და რაში უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის დახარჯვა.

"ტელევიზიების დახურვის ტექნოლოგიები განსხვავებულია. რა გააკეთა ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ. პირველი რაც ხელისუფლებამ გააკეთა შეამცირა სარეკლამო ბაზარი, რაც რუსთავი 2-ს რომელიც სხვა რესურსებს არ იყენებდა ყველაზე მძიმედ არტყამს. სხვა ტელეკომპანიებს ჰყავთ დამფუძნებლები, რომლებიც ასხამენ მასში ფულს. შემდეგი ნაბიჯი იყო ქიბარ ხლვაშის დახმარებით ტელეკომპანიის წილები და ქონება და დაყადაღა, ამით შეუძლებელი გახადა საბნკო ურთეირთობებში შესვლა.

გამორიცხულია ნორმალური ჯანსაღი ბიზნესი არსებობდეს და ბანკი მას არ ემსახურდებეს ბანკი, ოვერდრაფტით საბანკო გარანტიებით და ა.შ. თაროზე ფული არავის არ უდევს. ფინანსური ნაკადების დინება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი. ჩვენ სეზონური კომპანია ვართ იანვარ-თებერვალი და ივლის-აგვისტო პრობლემატური თვეებია, შესაბამისად შემოსავლებიც სპეციფიკურია. ასეთი ტიპის ბიზნესებში უნდა გქონდეს ფინანსური ბალიშები, რომელიც პრობლემებს შეგიმსუბუქებს. ბანკები წარმატებული ბიზნესებისთვისარსებობენ. პირველი ამ ბალიშებს ქმნის ბანკი თუ არა ბანკი მაშინ კერძო სესხები, ან ინვესტიციები. როგორც კი პირველი გზა ჩაიკეტა როცა ქიბარ ხალვაშის სამარცხვინო მოთხოვნით და მოსამართლეძემ ეს დააკმაყოფილა.

ამის გამო ბანკთან ურთიერთობა გამოირიცხა. ფინანსურ ვალდებულების აღება აკრძალული გვაქვს, ამიტომ მეორე გზა იყო ინვესტიცია. შემოწირულობა არასერიოზული თემაა თან ჩვენი ხარჯების მქონე ორგანიზაციაში. ამის გამო დავიწყეთ ინვესტორზე ფიქრი. წილები ვერ გაიყიდებოდა იმიტომ, რომ დაყადაღებულია, ამიტომ რუსთავი 2-ის მფლობელი კომპანიის წილები უნდა გაყიდულიყო.

მათ ჰქონდათ შპს საქართველოს გაყიდვის უფლება, რომლითაც ისინი გადაარჩენდნენ კომპანიას. სხვა თუ არაფერი ტექნიკური პარკის ყიდვას სჭირდებოდა ინვესტიცია. ამისთვის კი ბანკი არსებობს, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდით. ჩვენ ვიპოვეთ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა ინვესტორად, საუბარი იყო 6 მილიონზე რომელსაც ის ჩადებდა. ეს ძალიან კარგი საინვესტიციო პირობა იყო. ძალიან რისკიანი ინვესტიცია და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ეს გარიგებაც ზარალია მაგრამ მაინც. დამფუძნებლებს
ნახევარი მილიონი დოლარი მიჰქონდათ 6 მილიონი რუსთავი 2-ში ყველანაირი ვალდებულებების გარეშემოდიოდა. ამით ვიყიდიდით ტექნიკას,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები