ტელეკომონაია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორიმა ნიკა გვარაიამ გადაცემა არჩევანში მოსამართლე ურთმელიძეზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსამართლე ჩართულია კორუფციულ გარიგებებში და მის უკან ერთი კონკრეტული ადამიანი დგას.
“ქიბარ ხალვაში მეგონი ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა აქ იმიტომ, რომ არაფერ არ წარმოადგენს, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს დარწმუნებული ვარ, ადამიანი არც გამოჩენილა საერთოდ, რამდენი ხანია უკვე დაობს და ერთი კომენტარიც არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი დავა. ეს არ არის მისი სიმართლე და არ არის მისი გადაწყვეტილებები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები, რომლის აგენტია პრაქტიკულად მოსამართლე ურთმელიძე, იღებს გადაწყვეტილებებს, როგორსაც ეტყვიან. მე სრულად დარწმუნებული ვარ, დღეს საქალაქო სასამართლომაც გააკეთა განცხადება, არანაირად არ ვაპირებ ენის მოჩლექით საუბარს არავისთან, როდესაც საუბარი მიდის გაცილებით უფრო დიდ სიკეთეზე, ვიდრე მოსამართლე ურთმელიძის, ან თუნდაც მთელი სასამართლო კორპუსის პატივი და ღირსებაა. საუბარია საქართველოში დემოკრატიაზე და არავინ ენის მოჩლექით მოსამართლეებო თქვენთან არ ილაპარაკებს ამ თემაზე, იმიტომ, რომ თქვენი კოლეგა არის ჩართული კორუფციულ გარიგებაში, აღებული აქვს ფული საკმაო ოდენობით და ეს აუცილებლად გაირკვევა და შეგრცხვებათ მერე თქვენ მისი დაცვა. ეს გამოქვეყნებული წერილებიც შეგრცხვებათ. იმ ადამიანის, რომელიც დღეს თქვენი პატიოსნებით და კვალიფიკაციით სპეკულირებს, როგორც მოსამართლე, სინამდვილეში მის უკა დგას ერთი კონკრეტული მდიდარი ადამიანი, რომელიც მას აკეთებინებს კატასტროფულ საშინელებებს. ის მარხავს საქართველოში დემოკრატიას, მედიაპლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას. თქვენც იცით ეს, ყველას შეფასება ერთგვაროვანია მოსამართლე ურთმელიძის, რომ მან სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა და უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ უღირს ამის გაკეთება, უღირს მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.