20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ეს ის ვითარებაა, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით, დათმობას არ ვაპირებთ" - ზაალ უდუმაშვილი

„ბოლო თვეები რუსთავი 2-ის გუნდი და ჟურნალისტთა კორპუსი ფორსმაჟორ რეჟიმში მუშაობს, იმიტომ რომ არ ვიცით რა იქნება ხვალ," - ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა და განმარტა თუ რა გაველენა აქვს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებზე. 

მისი თქმით, ტელეკომპანია არსებულ ვითარებასთან შეგუებას არ აპირებს. 

"ეს არის სტრესი ჟურნალისტებისთვის, რთულია ასეთ პირობებში მუშაობა. როდესაც იცი, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, სადაც შენ მუშაობ, მუდმივად დავა მიმდინარებს, გემუქრებიან, რომ ხვალ შეიძლება უმუშევარი დარჩე და ამ პირობებში შენ უნდა შეასრულო შენი სამუშაო, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, შენ ვალდებული ხარ ყოველდღე მოსახელეობას მიაწოდო ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში და ამ ფონზე ამის კეთება ძალიან რთულია. მაქსიმალურად ვიკრებთ ყველა ძალას რომ შევძლოთ და ჩვენი პროფესიული ვალდებულება შევასრულოთ ბოლომდე. პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ხელ-ფეხი გავქვს შეკრული, ჩვენ იძულებული ვართ ამ პირობებში ვიმუშაოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცას შევეგუებით. ეს ის ვითარებაა, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით და არც ერთი ნაბიჯის დათმობას არ ვაპირებთ. ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი სამსახურია, ამას ვაკეთებთ წლებია და ჩვენ ბოლომდე შევასრულებთ ჩვენ საქმეს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები