"ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა, ხდება რუსთავი 2-ის დანგრევა, ივანიშვილი არის მხარე," - ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შპს საქართველოს წილები დღეს დაყადაღდა.
"არანაირ სამართლიანობის აღდგენაზე და ქონების დაბრუნებაზე არ არის ლაპარაკი, საუბარი არის უსამართლობის დამყარებაზე. ამ უსამართლობას რუსთავი 2-ის დანგრევა ჰქვია. ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მხარე ამ პროცესში და არა ადამიანები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ.
ქიბარ ხალვაშის მოტივაცია მარტივია. ესეთი ტიპის ყადაღის მიზანი, არის რომ ქონება არ დაიკარგოს. ვინიცობაა და მოიგოს მხარემ, ქვეყანა უნდა დაინგრეს, რომ ეს მოხდეს იმიტომ, რომ სრულიად აბსურდულია. დავუშვათ, რომ გაიმარჯვა ხალვაშმა, რომ არ დახვდეს გაფლანგული ქონება.
ეს არის ყადაღა, რომელიც ხელს უშლის რუსთავი 2-ის ღირებულების ზრდას, რაშიც ქიბარ ხალვაში პირიქით დაინტერესებული უნდა იყოს,"- განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა.