"შეუძლებელია რუსთავი 2-ისთვის სამართლებრივი გზით რაიმე ზიანის მიყენება თუ სასამართლო ან მოსამართლე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის,"- ამის შესახებ განცხადება რუსთავი 2ის გენერალურმა დირექტომა ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.
"ყველა დამკვირვებელი ობიექტური, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს იტყვის, რომ შეუძლებელია ამ სამართლებრივი გზით რუსთავი 2-ისთვის რამიმე სამართლიანი გზით ზიანის მიყენება თუ მოტივირებული არ არის სასამართლო და უშვალოდ მოსამართლე. ეს ყველაფერი ცხადს ჰყოფს რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი ამ შემთხვევაში,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.