ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლებეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იგივე შანტაჟის გზით მიდის, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინონ წინა მთავრობის შეცდომები.
“ამას ებმის პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლის გადაწვეტილება და პროკურატურის პოლიტიზირება. ესეც ის საკითხებია, რისთვისაც შევიკარით მაშინ, 2012 წლის არჩევნებისთვის. რა შეიცვალა, ესე იგი არაფერი არ შეიცვალა ხომ? ესე იგი იგივე პოლიტიკური ზეწოლით, იგივე შანტაჟის გზით მიდის ეს ხელისუფლებაც, იგივე პირად ცხოვრებაში ჩარევა, მოსმენები, უკანონო თვალთვალი - ეს საზოგადოების თვალში ნათლად წარმოაჩენს უკვე ვინ არის, რა ღირებულებებზე დგას რომელიმე საზოგადოების წარმომადგენელი, თუ პოლიტიკური ძალა. ეს ნათლად გამოჩნდება არჩევნების დროს. ამან შეაშინა ხელისუფლება, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ წარუმატებელი იქნება.
მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მმართველი კოალიციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ ნუ ეთამაშება ცეცხლს. გაითვალისწინოს წინა ხელისუფლების შეცდომები. გვიან არ არის, რომ მართლაც სწორად წაიყვანონ წინასაარჩევნო გარემოს შექმნის საკითხი, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, უძვირეს პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან მე ვპირდები,“ - განაცხადა ალასანიამ.