რუსთვი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს „გონს მოეგოს.“
„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პრცესი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზანი, რომ 2016 წლის არჩევნების წინ საბოლოოდ ჩაახშონ ამ ქვეყანაში განსხვავებული კრიტიკური აზრი და რუსთავი 2 არის ამ განსხვავებული აზრის გამხმოვანებელი.
ეს არ დაწყებულა რუსთავი 2-ზე ჩვენ ვნახეთ როგორ დახურეს სხვა არხებზე თოქ-შოუები. არამგონია ვინმეს სჯეროდეს, რომ ამის მიზანია სამართლიანობის აღდგენა და გაირკვეს ვინ არის მფლობელი, ამის მიზანი არის ძალიან კონკრეტული-რუსთავი 2 გახდეს დისფუნქციური და მან ვერ შეასრულოს თავის ძირითადი ფუნქცია, რაც არის თავისუფალი მედიის ფუნქცია ზოგადად ქვეყანაში.
მე მოლოლდინი მაქვს, რომ ხელისუფლება არ შეწყვეტს ამ შეტევას. რამდენად გაიტანს ამას ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, რუსთავი 2-ის კოლექტივზე, საზოგადოების აქტიურობაზე. თქვენ უნდა გააგრძელოთ იმ სამქის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდით ისევ პროფეისონალურად როგორც აქამდე.
ეხლა არ ხდება გარკვევა იმისი ვინ არის მფლობელი. სასწორის პინაზე დევს გაცილებით უფრო მაღალი კატეგორია-თავისუფალი მედია და კრიტიკული აზრი ხელისუფლებისადმი. ეს თუ არ გადარჩა საფრთხის ქვეშ დააყებნებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს და ეკონომიკურ განვითარებას.
მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგონ, რადგან პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან და ვერ დაიმალებიან ბუჩქებში,“-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.