ფიქრია ჩიხრაძემ რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გადაცემა არჩევანში ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი "ორკესტრირებულია" ხელისიფლების მხირდან.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ტელევიზია ქვეყანაში.
„რა თქმა უნდა დღეს არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ის რომ, მთელი ეს პროცესი აშკარად ორკესტრირებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს არ იყო ერთჯერადი აქტები რუსთავი 2-თან მიმართებაში და კიდევ სხვა ტელევიზიებშიც მოხდა რაღაც ისეთი, რაც ძალიან დამაფიქრებელია ზოგადად მედიათავისუფლების კუთხით. რუსთავი 2-ს ძალიან ბევრი პერიპეტია გადახდა თავს, საკმაოდ აქტიური მოთამაშე იყო ყოველთვის და აქტიური მოთამაშეა დღესაც. ამ შემთხვევაში არამარტო ჩემი, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ინტერესში, არამედ ზოგადად საზოადოების ინტერესში შედის, რომ ხელისუფლებსაგან არაკონტროლირებადი, გავლენიანი მედიასაშუალება არსებობდეს, იმიტომ, რომ როგორც კი იწყება პროცესი იმისა, რომ ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს მედიასაშუალებების გაკონტროლება, ეს ძალიან ძაბავს ერთის მხრივ სიტუაციას ქვეყანში, მეორეს მხრივ ეს არასოდეს კარგად არ უბრუნდება ხელისუფლებას, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ შეიძლება ამ ხელისუფლების ბედზე დიდად არ ვდარდობდეთ, მაგრამ ჩვენ გვადარდებს ჩვენი ქვეყნის ბედი,"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.