20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არხი ჩაახშოს, ველურ მეთოდებზე გადავიდა" - ნინო დანელია

ხელისუფლების დაპირისპირება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე და მედია შეტევის კლასიკური გამოხატულება, ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას მედიაექსპერტები.

მედიაექსპერტები რუსთავი 2-ისთვის პრობლემების შექმნას ასევე წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ.

„ის რაც ხდება ახლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ამას სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ხელისუფლების და უარესი, ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება იმით, რომ როგორმე საარჩევნოდ მედია აღარ არსებობდეს, რომელიც იქნება ისეთი გავლენიანი, როგორიც არის რუსთავი 2. იმისთვის, რომ მან ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი არხი ჩაახშოს, ის აბსოლუტურად უკანონო, ველურ მეთოდებზე გადავიდა,“- განაცხადა მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ.

მედიაექსპერტების შეფასებით, ეს უკვე პოლიტიკური ზეწოლაა.

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს.

მედიაექსპერტების აზრით, განვითარებული მოვლენები სახიფათოა სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის.

 "ჩვენ მოგვწონს თუ არა მედია, უნდა ვისწავლოთ, მოთმენა, ატანა,“- განაცხადა გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები