20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას უპირისპირდება" - ნინია კაკაბაძე რუსთავი 2-ზე საუბრობს

"ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას უპირისპირდება"-ეს შეფასება ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.  

ნინია კაკაბაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსთავი 2-მა მაუწყებლობა შეწყვიტოს.

რუსთავი 2 ჩასაფრებული მედიის როლს ასრულებს და მას ფინანსურ პრობლემებს უქმნიან, რის შედეგადაც ის ვეღარ გააგრძელებს არსებობას. ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას უპირისპირდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი მაუწყებლობა შეაჩეროს,“-განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს მედიაექსპერტები მედიაშეტევის გამოხატულებად მიიჩნევენ. 

„ის რაც რუსთავი 2-ის გარშემო ხდება, ეს არის კლასიკური გამოხატულება, არა მხოლოდ მედიაზე შეტევის, არამედ ტოტალური შტურმის. თუ წააქცევენ ქართული მედიის ფლაგმანს - რუსთავი 2-ს, მაშინ სხვა მედიასაშუალებებს დაიმორჩილებენ,“-განაცხადა მედია სახლ GHN-ის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მირცხულავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები