ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლას საპარლამენტო უმრავლესობაში გამორიცხავენ და ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდის მიზანი მედიის თავისუფლებაა.
„ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ მედია იყოს დამოუკიდებელი და მედიაზე ზეწოლა არ მოხდეს, ის, რომ ქიბარ ხალვაში თავისი ბიზნესის უკან დასაბრუნებლად დაობს, ეს ჩემთვის 2007 წლიდან იყო ცნობილი, არც გვარამიასთვის, არც რუსთავი 2-ის კოლექტივისთვის და საქმეში ჩახედული ხალხისთვის, ამაში საიდუმლო არ იყო,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.