20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩაახშოს" - აკაკი მინაშვილი

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ნაციონალურ მოძარაობაში პოლიტიკურ დევნასა და ხელისუფლების ზეწოლას უკავშირებენ.

„მისი მთავარი მიზანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი ტელევიზია ჩაახშოს, რომ კრიტიკის საშუალება არ არსებობდეს და ივანიშვილმა მშვიდად თავის დამქაშებისა და პაიკების მეშვეობით გააგრძელოს ცხოვრება და საქართველოს სისხლი გამოწოვოს, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევა,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თავისუფალ დემოკრატებში წინასაარჩევნოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირებენ.

„როდესაც ეკონომიკური წინსვლა შეფერხებულია, ამდენი სოციალური პრობლემაა,  ვემზადებით არჩევნებისთვის, მედიის თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოების მხრიდან არის ერთადერთი აღქმა, რომ ხელისუფლებას არ უნდა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ინფორმირებული დასკვნები და გადაწყვეტილებები მიიღოს,“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები