რუსთავი 2-თან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი შექმნილ ვითარებას კერძო დავად აფასებს.
„რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეფასებისგან თავს შევიკავებ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი და ამიტომ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ და ამის ცოდნა არც მაქვს,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.