ამ წუთებში მოქალაქეები ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთავი 2-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ ხელი აიღონ რუსთავი 2-ის დახურვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.