20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს" - თამაზ მეჭიაური რუსთავი 2-ზე საუბრობს

"სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს" - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილ ვითარებაზე განაცხადა. 

თამაზ მეჭიაურის თქმით, ეს არის ყოფილ და ახლანდელ მოწილეებს შორის შიდა დავა.

„ეს არის შიდა დავა, ყოფილი და ახლანდელი მოწილეები ერთმანეთში დაობენ, სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს, ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვისაც არ არის მოსაწონი, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ სასამართლოს პატიოსნებაში ეჭვი შევიტანო,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები