მედიასთან და კონკრეტულად რუსთავი 2-თან დაკავშირებულ განცხადებას პარლამენტი დღეს არ განხილვას. მმართველი გუნდი პირველ ეტაპზე საკომიტეტო მოსმენებს ემხრობა. ოპოზიცია კი მდგომარეობას საგანგებოდ აფასებს და საკითხის პლენარულ სხდომაზე დაუყოვნებლივ გატანას ითხოვს.
ბიუროს გადაწყვეტილების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა საკითხის წამოჭრას დღეს მაინც გეგმავს.
უმცირესობაში ამბობენ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენები ხელისუფლებისგანაა მართული, რასაც უმრავლესობაში გამორიცხავენ და მიაჩნიათ, რომ ეს არის მეწილეებს შორის დავა.