ბიუროს სხდომაზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის განხილვას მოჰყვა.
ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების თავმჯდომარის, გიგა ბუკიას. თქმით, რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა მეწილეებს შორისაა და მათ სასამართლოს უნდა მიმართონ, რაზეც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა, განაცხადა, რომ "ტურავას შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია", რაზეც გიგა ბუკიამ უპასუხა "ნუ უზრდელობთ".
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ, სერგო რატიანს მიმართა "ბატონო სერგო, თითის ქნევას მოეშვით", გიორგი ვოლსკიმ უმცირესობას პროვედურების დაცვისკენ მოუწოდა.