"რუსთავი 2 მოპარული ტელევიზიაა, თავში ქვა უხლიათ მეწილეებს," - ეს განცხადება გოგლა ჟვანიამ პარლამენტში შესვლის წინ გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები.
აქციაზე უმრავლესობის დეპუტატებთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები დეპუტატებისგან ითხოვენ, რომ ხელისუფლებას გაემიჯნონ და შეწყდეს თავისუფალ მედიაზე, რუსთავი 2-ზე პოლიტიკური ზეწოლა.