20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესი 19 ოქტომბერს განახლდება

რუსთავი 2-ის მეწილეებისა და ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა 19 ოქტომბრამდე გადაიდო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა, სხდომის გადადების, მოსამართლის აცილებისა და საქმის მოსამართლეთა კოლეგიის განხილვის შესახებ არ დააკმაყოფილა. თუმცა მოსამართლე დაეთანხმა რუსთავი 2-ის ადვოკატების მოთხოვნებს იმ ნაწილში, რომ დაიკითხოს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.

წინა პროცესზე ქიბარ ხალვაშმა მოითხოვო ექსპერტიზის დასკვნის საქმეში ჩადება. ამ დოკუმენტით ხალვაშის ადვოკატის თქმით, დასტურდება, რომ ხალვაშს რუსთავი 2-ის სანაცვლოდ იმაზე ნაკლები თანხა გადაუხადეს, ვიდრე იმ დროს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ღირდა. 

დღის ამბები