რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინრე მოვლენებს დიპლომატებიც აკვირდებიან. ისინი დღეს არხის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ. ნიკა გვარამიამ დიპლომატიური კორპუსის წევრებს ტელეკომპანიის პოზიცია და ის არგუმენტები გააცნო, რაც პროცესებში მმართველი გუნდის ჩართულობაზე მიუთითებს.
არხის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი 2-ს ფინანსური წყაროები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გადაიკეტა.