16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ორბელიანების სასახლეში. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მოეწყო, ასევე ფოტოხელოვანის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში გადაღებული ფოტოებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა.

ზურაბიშვილმა სასახლეში შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რეფერენდუმი საფუძველი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა , ხელი მოეწერა შემდეგ 9 აპრილს, ასევე რეფერენდუმი გახდა ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები