20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს დიპლომატები აკვირდებიან

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს დიპლომატებიც აკვირდებიან. ისინი დღეს არხის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ. ნიკა გვარამიამ დიპლომატიური კორპუსის წევრებს ტელეკომპანიის პოზიცია და ის არგუმენტები გააცნო, რაც პროცესებში მმართველი გუნდის ჩართულობაზე მიუთითებს.

როგორც რუსთავი 2-ის საგარეო ურთიერთობათა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ნაკაშიძე აცხადებს შეხვედრის მიზანი მიმდინარე პროცესების დეტალების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება გახლდათ.

„დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა დეტალური ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით შეიძლება შევაჩეროთ უკანონო ქმედება საქართველოს მთავრობის, რომელიც ცდილობს, რომ შეცვალოს დისკურსი საქართველოში და გააუქმოს მედია თავისუფლება,“-განაცხადა ნინო ნაკაშიძემ.

დღის ამბები