მმართველი გუნდის მიერ სხდომის ჩაშლის შესახებ ბრალდებებს დეპუტატები უარყოფენ. ამის შესახებ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა და თქვა, რომ ინფორმაცია დარბაზში ყოფი საპარალამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ რეგისტრაციაში არმონაწილეობის შესახებ არა აქვს. გია ვოლსკი სხდომის ჩაშლას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს.
„უმრავლესობა იყო სრულად მომზადებული და სწორედაც მის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული საკითხის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ 18 ადამიანი მივლინებაში, რამოდენიმე არის ავად ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მათთვის ვითომდა საინტერესო საკითხებზე შეკრებდა დეპუტატების საჭირო რაოდენობას,“ - აცხადებს გია ვოლსკი.