20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" თემა პარლამენტში და მის გარეთ ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები დღეს პარლამენტში და მის გარეთაც ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. დარბაზში დეპუტატებმა იჩხუბეს, შენობის გარეთ კი რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები ქართული ოცნების წევრებს დაუპირისპირდნენ. უმცირესობაც და შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეებიც მედიაზე ზეწოლის საკითხის განხილვას მოითხოვდნენ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები გეგმავენ, რომ რუსთავი 2-ის საკითხი მომდევნო ბიუროს სხდომაზე, ორშაბათს კიდევ დააყენონ. პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე კი გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები