პირველად 21 წლიანი არსებობის ისტორიაში რუსთავი 2-მა დახმარებისთვის ხალხს მიმართა.
ტელეკომპანიის წილების და ამ წილების მფლობელების დაყადაღების გამო რუსთავი 2-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა და გუშინ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ მათთვის ხელმისაწვდომი თანხა კომპანიის ანგარიშზე ჩაერიცხათ.
ერთი დღის გადარიცხვებით მხარდაჭერამ სოლიდური თანხა შეადგინა.
თი ბი სი ბანკის სპეციალურ ანგარიშზე დღეს რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად დასაქმებული და დაუსაქმებელი მაყურებლის, სტუდენტების და პენსიონერების გარდა - კერძო კომპანიებმა და ორგანიზაციებმაც გადარიცხეს.