NATO-ს გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება - ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მსგავსი კანონის შემოღება ძალისხმევაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ.
"ვშიშობ, რომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც ეს "უცხოური აგენტების" იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.