20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე როიტერსმა სიუჟეტი მოამზადა

რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსმა ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ საქართველოს ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის მთავარი მფლობელის წილები დააყადაღა, რასაც სამაუწყებლო კომპანია მთავრობის კრიტიკის ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.

სააგენტოს არხის გენერალური დირექტორის განცხადებაც მოჰყავს, რომელმაც ხელისუფლება რუსთავი2-ზე ზეწოლაში დაადანაშაულა და კომპანიის დახურვის თავიდან ასაცილებლად დახმარების თხოვნით მაყურებელს მიმართა.

სააგენტო როიტერსმა თბილისის მოსახლეობაც გამოკითხა. გამოკითხვაში მონაწილე ადამიანები ამბობენ, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას გვერდით დაუდგებიან.

დღის ამბები