20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ წარმოებული დავა ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერებას ისახავს მიზნად - არასამთავრობო სექტორი

რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს განცხადებით 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება.

განცხადებაში წერია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  რუსთავი2-ის წინააღმდეგ წარმოებული კერძო სამართლებრივი დავის ძირითადი მიზანი ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება ან თუნდაც შეჩერებაა.

„აღნიშნული სათავეს იღებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებისგან. მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ ნეგატიური დამოკიდებულება და უკმაყოფილება კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის საქმიანობის მიმართ. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ გამოხატა დაინტერესება რუსთავი2-ის მფლობელობის საკითხისადმი, გააკეთა რა განცხადებები მისი "კანონიერი" თუ "უკანონო" მესაკუთრეების შესახებ. შესაბამისად, იქმნება რეალური შთაბეჭდილება, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია რუსთავი2-ის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღების შესახებ, ხსენებული დაინტერესების ლოგიკური გაგრძელებაა,“ - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

დღის ამბები