„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება. კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება.
ოპოზიცია ქვეყანაში შემოსული ფინანსების სრულ კონტროლსა და განსხვავებული აზრის შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობს.
„ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და დაბრკოლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. მეორე - ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების დახლეჩვის მცდელობა. აქ ყალბი და ფარისევლური მტკიცებაა იმის, რომ თითქოს ეს კანონმდებლობა მიემართება გამჭვირვალობას, რაც არის სრული ტყუილი.
ნებისმიერი დახმარებით ეს ფინანსური რესურსი არის სრულიად გამჭვირვალე და ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის სად მიდის, რა ორგანიზაციებს და რა მიმართულებით ხმარდება,“ - აცხადებს „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე.