16 ნოემბერი 2024,   14:10
ვრცლად
ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან - მეთიუ მილერი

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საერთაშორისო გამოხმაურებები გრძელდება - განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. კრამონი წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს.

შეფასება კიდევ ერთხელ გაკეთდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც - შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს თუ მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს" .

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან.

ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის განხილვას, რომელიც შეიძლება, გადავდგათ," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები