თბილისში რუსთავი2-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
ინოვაციების და განვითარების ფონდის პროექტ ”სახელმწიფო 3.0”-ის წევრებმა რუსთავი2-ის მხარდასაჭერად სიმბოლური შემოწირულობები გაიღეს.
აქციაში 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
მხარდამჭერებთან ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, იმყოფებოდა, როგორც IDF-ის დამფუძნებელი.
დეპუტატმა სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი დამოუკიდებელ საქართველოში.
„ყველა განათლებული ადამიანი, ყველა ახალგაზრდა ფიქრობს, ალბათ, იმას, რომ სიტყვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. რაც მნიშვნელოვანწილად ასოცირდება რუსთავი2-თან. სწორედ ამიტომ თითოეული მათგანი მზად არის, მხარში დაუდგეს რუსთავი2-ს,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.