18 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფო" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებზე თავდასხმებით იმუქრება - საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფმა კონკრეტული სამიზნეები დაასახელა

ტერორისტები ევროპის ჩემპიონატის წინააღმდეგ - "ისლამური სახელმწიფო" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებზე თავდასხმებით იმუქრება. საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფმა კონკრეტული სამიზნეები დაასახელა - ლონდონი, პარიზი და ორი მოედანი მადრიდში. ISIS ირწმუნება, რომ მუქარა რეალურია, მათ მიერ კონტროლირებად მედიაში კი შემდეგი შინაარსის პლაკატები გავრცელდა, რომელსაც ტერორიზმის პროპაგანდისგან თავდაცვის მიზნით არ ვაჩვენებთ.

ISIS-ის გზავნილის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოდაა გამკაცრებული, უეფა მატჩების გადადებას არ აპირებს, თუმცა ყველა სტადიონზე, სადაც თამაშები იმართება, სპეცსამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დღეს მადრიდში "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ითამაშებენ, ლონდონში "არსენალი" "ბაიერნს" დაუპირისპირდება. ხვალ დაგეგმილია კიდევ 2 მატჩი- "ატლეტიკოსა" და „ბორუსიას" შორის. ასევე "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის. საფრთხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უეფა გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩების გაუქმებას არ აპირებენ.

ბოლო თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა ფრთამ, ხორასანმა აიღო - მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ კროკუსში მოხდა. შედეგად, 144 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები