“გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლეთიდან ისევ კრიტიკა ისმის.
“შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის“, - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო"ბრაიენი.
“შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, -წერს ო"ბრაიენი სოციალურ ქსელში.