16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, დღეს ოფიციალურად გაფორმდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელმა და ჩინეთის ელჩმა მოაწერეს. საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას და ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენას, ვიზების გარეშე შეძლებენ. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შედგა. მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთაშორის მეგობრობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება-გაღრმავების თვალსაზრისით.

უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას. თავისთავად ეს ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ხელს შეუწყობს ხალხთაშორის კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავის მხრივ, საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

 

დღის ამბები