სოციალურად დაუცველთა და მარტოხელა პენსიონერთათვის შეჩერებული დახმარებები, გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი, ლარის გაუფასურება, ეკონომიკაში არსებული პრობლემები, სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში გაზრდილი ბიუჯეტი, პრემიების, დანამატებისა და არარეალურად მაღალი ხელფასების თემაზე მომზადებული სიუჟეტები, ნეპოტიზმი, გაყალბებული ტენდერები და ა.შ. - ამ თემებზე გადაღებული სიუჟეტები ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს და რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზეზიც ხდება.
რუსთავი2-ში გასულ სიუჟეტებს რამდენიმე თანამდებობის პირიც შეეწირა.
ზვიად ჯანყარაშვილისა და კახური კლანის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟების შედეგი შინაგან საქმეთა მინისტრის ცვლილება გახდა. თუმცა, უწყება სკანდალს მაინც ვერ გადაურჩა.
სულ რამდენიმე დღის წინ ასევე რუსთავი2-მა გააშუქა ე.წ. "ნარუშილოვკების" საქმეც.
სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციული იყო რუსთავი2-ის მუშაობა 13 ივნისის სტიქიის ღამესაც, როდესაც გადამღები ჯგუფები დატბორილ ტერიტორიაზე შესაბამის სამსახურებზე ადრე მიდიოდნენ და საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების გარდა, დაზარალებულების დახმარებასაც ცდილობდნენ.
მაშინ რუსთავი2-მა მადლობაც დაიმსახურა, თუმცა არა მომდევნო დღეების მუშაობისთვის, როდესაც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად გატარებული სამუშაოების შესახებ ან სტიქიის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე კითხვების დასმა დაიწყო.
ავტორიო: ეკა გაგუა