20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი ქართული მედიასივრციდან რუსთავი2-ის გაქრობის საფრთხეზე საუბრობს

ქართული მედიასივრციდან რუსთავი2-ის გაქრობის საფრთხეზე არასამთავრობო სექტორი  2015 წლის 1 ოქტომბერს სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ალაპარაკდა. მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძემ მიიღო.

სამოქალაქო სექტორი იმ გარემოებებზე მიუთითებს, რაც მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების გავლენის შესახებ ეჭვებს აჩენს.

არასამთავრობო სექტორის განმარტებით, რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა.

მათივე განცხადებებით, რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაა და მიზნად ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებას ისახავს.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები