20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"ყველას ვერ ჩაყრიან ციხეში" - ნიკა გვარამია ქუთაისში რუსთავი2-ის მხარდამჭერების დაკავებაზე

ქუთაისში რუსთავი2-ის მხარდამჭერების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება არხის დირექტორმა გააკეთა.

ნიკა გვარამია მომხდარს გმობს და ხელისულფებას ასეთი ფაქტების აღკვეთისკენ მოუწოდებს.

„ეს აქცია იყო თვითდინებით, საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით და რუსთავი2-ს ამაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და ეს მხრადაჭერა ჩვენთვის ათმაგად უფრო ფასეულია.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იქ იმყოფებოდა.

"საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეეშვას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ყველა ვითარებაში.

"თურმე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებში შეჭრა არის გამოხატვის თავისუფლება და იქ პასუხი არავინ უნდა აგოს, მართლა სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გაკეთებული აქციისათვის შეიძლება პასუხისმგებლობა ვინმეს დაუწესდეს.

"ნუ ეცდებიან ადამიანების შეზღუდვას ამის გამო. რა თქმა უნდა, ვგმობთ ასეთ ნაბიჯებს.

"თუ ფიქრობენ, რომ ეს იყო პირველი და უკანსაკნელი აქცია, ძალიან ცდებიან და მოუწევთ ძალიან ბევრი ადამიანის ციხეში ჩაყრა, რასაც, თავისთავად ცხადია,  ვერ გააკეთებენ,“ - აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები