20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ხელისფლებას აქვს მკაფიო გადაწყვეტილება, რომ რუსთავი2 გააჩეროს" - ნინია კაკაბაძე

მედიაექსპერტი, ნინია კაკაბაძე, რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ „კრიტიკულ აზრს მედიაში ქმნის რუსთავი2 იმიტომ, რომ ის არის დღეს ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი“.

ეს განცხადება ნინია კაკაბაძემ დღეს კურიერთან საუბრისას გააკეთა.

კაკაბაძე ამბობს, რომ მას ჰქონდა იმედი, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოსმენილ უკმაყოფილო შეფასებებს და უარს იტყოდა ხისტ მოქმედებებზე. თუმცა, ნინია კაკაბაძის თქმით, ეს ასე არ მოხდა.

„დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისფლებას აქვს მკაფიო გადაწყვეტილება იმისა, რომ რუსთავი2, რაც შეიძლება, სწრაფად გააჩეროს. რუსთავი2 როგორც კი გაჩერდება, გაჩერდებიან სხვა ტელევიზიებიც. რუსთავი2-ზე რომ გადის კრიტიკული აზრი, იმიტომ გადის სხვა არხებზეც. მათი ხელმძღვანელობა ხვდება, რომ, თუკი ისინი მარტო ვარდისფერ ფერებში გვაჩვენებენ, დაკარგავენ მაყურებელს,“ - ამბობს ნინია კაკაბაძე.

დღის ამბები