ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესახებ დასმულ კითხვას - ხედავს თუ არა შტატები დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, კიდევ ერთხელ უპასუხა.
მეთიუ მილერის თქმით, კანონპროექტი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან.
"არ მინდა გავაკეთო ფართო შეფასება გარდა იმ შეფასებისა, რომელიც ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით წინა დღეს გავაკეთე. კერძოდ, ჩვენ გვჯერა, რომ ის დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. ეს ჯერ კიდევ ინიცირებული კანონპროექტია და ამაზე შევჩერდები", - განაცხადა მეთიუ მილერმა.