ელენე ხოშტარია რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ "დღევანდელ მთავრობას საარჩევნო წელს თავისუფალი მედიის არსებობა არ აწყობს".
მან ეს განცხადება დღეს კურიერთან საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ რუსთავი2 პროცესებს პოლიტიკური ხასიათი აქვს, რომელშიც ხელისუფლების მთელ სისტემაა მობილიზებული.
„ფაქტია, რომ ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემა მხარდამჭერების და ფაქტია, რომ რუსთავი2-ის მიერ ეფექტური, ფართომასშტაბიანი და კრიტიკული საკითხების გამწვავება არის მათთვის დიდი დისკომფორტი. კრიტიკული ტელევიზიის გარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება წარმოუდგენელია. ხელისუფლებას ეშინია, რადგან მათი რეიტინგი სერიოზულად ეცემა,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.