დღეს ისრაელი-"ჰამასის" ომის 189-ე დღეა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიის თავდასხმების დროს 63 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის ძალებმა რაფაჰში "ჰამასის" სამხედრო აქტივობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი მოკლეს, რომელმაც ისრაელის ძალების ინფორმაციით, ჰამასს დეკემბერში ასობით ათასი დოლარი გადაურიცხა. თეირანის საელჩოს შენობაზე თავდასხმის საპასუხოდ, რეგიონი ირანის შესაძლო შურისძიებისთვის ემზადება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ნებისმიერი "სცენარისთვის"მზადაა და ნებისმიერი, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, შესაბამის პასუხს მიიღებს.