რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს. როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, გიორგი თევდორაძე, ამბობს, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
დაკავებულების ადგილსამყოფელი დეპუტატისათვის და ადვოკატისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსთავი2-ის ეთერით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დაკავებულების ადგილსამყოფელი 3 საათის განმავლობაში გაურკვეველი იყო.
დეპუტატ გიორგი თევდორაძის განცხადებით, დაკავებულია სამი ადამიანი. დღეს საღამოს ჯერ ნიკა ნარსია და მირიან დეისაძე, მოგვიანებით კიდევ ერთი პირი - კახა გაბუნია დააკავეს.
სამივე დაკავებულმა შიმშილობა გამოაცხადა.