18 მაისი 2024,   19:57
ვრცლად
ისრაელში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა, შეიზღუდა მოქალაქეების შეკრებები - ქვეყანა ირანის თავდასხმისთვის ემზადება

 

ირანისგან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის გამო, ისრაელში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა. ამასთან, აიკრძალა 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრება. 

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, რომ ქვეყანა მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი, ადრე თუ გვიან, თავს დაესხმება ისრაელს. "დეტალებში შესვლა არ მსურს, თუმცა ჩემი მოლოდინია, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე - გვიან“, - თქვა ბაიდენმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ ისრაელს დაუჭერს მხარს.

ამასთან, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ბაიდენი დელავერში მიმდინარე ვიზიტს აუქმებს და ვაშინგტონში ბრუნდება, რათა  კონსულტაცია გაიაროს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან.

მოსალოდნელი საფრთხის ფონზე, ისრაელში აშშ-ის საელჩო  თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიის დატოვებას უზღუდავს. როგორც Bloomberg-ი წერს, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, ისრაელში სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმები აუცილებლად განხორციელდება.

 

 

 




დღის ამბები