16 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს - მეთიუ მილერი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა რუსა შელიამ დასვა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კანონპროექტია და მის შედეგებზე დამატებით საუბარს არ აპირებს.

"უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დააზიანებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. ასევე, შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობენ, წინაღობას შეუქმნის. მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ ინიციირებული კანონპროექტია, დღეს ამ საკითხს აქ დავტოვებ და არ ვილაპარაკებ იმ შედეგებზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება", - განაცხადა მილერმა.

 

დღის ამბები