პარლამენტის შენობასთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის - "კურიერის" ოპერატორი.
დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების 6 ავტომობილია მობილიზებული.
სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.