05 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"ვადამდელ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი... არის მნიშვნელოვანი დღეები, როდესაც პროტესტი უნდა გაძლიერდეს" - ლაშა ბაქრაძე

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ, "დღის კურიერის ეთერში, ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოების ისეთი წნეხი უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლებას ჩააფიქრებს იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გააკეთოს.

ასევე, ბაქრაძემ იმ დღეებზე გაამახვილა ყურადღება, როცა პროტესტი განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს:

"ვადამდელ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ძალიან რთულია ჩვენ წინ ბრძოლა, რომ საზოგადოების ისეთი წნეხი შეიქმნას ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლებას ჩააფიქრებს იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გააკეთოს. ასეთი პატიოსანი, წესიერი მოსამართლეების საქციელი კი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ სინამდვილეში აკისრიათ. ეს არის ძალიან კომპლექსური ბრძოლა, რომელსაც ექნება შედგი, თუ საზოგადოება არ გატყდება. გუშინ მაგალითად იყო დიდი უკმაყოფილება, ცხადია, რომ ამ უკმაყოფილების ნაწილი არსებობს საზოგადოებაში, რადგან ბრძოლა უაღრესად რთულია, ყველა ვერ იქნება კმაყოფილი.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს არის საკმაოდ გრძელი გასავლელი გზა. ისიც ითქვა გუშინდელ მიტინგზე, რომ არის გარკვეული საკვანძო მომენტები, ეს არის ცესკოს საბოლოო დადგენილების გამოტანა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მაქსიმუმ 10 დღის შემდეგ, პარლამენტის პირველი კრების დანიშვნა, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ისხდებიან, შემდეგ არის მნიშვნელოვანი თარიღი წლის ბოლოს, როდესაც უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევნები. ეს არის ის მნიშვნელოვანი დღეები, როდესაც პროტესტი უნდა გაძლიერდეს,"- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

დღის ამბები