05 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სპორტის სასახლესთან შეკრება, რადგან აქტუალური თემა აქტუალურია, აქცია გადატანილ იქნა სააპელაციო სასამართლოსთან" - რატომ ცვლის ოპოზიცია აქციების ლოკაციებს

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციის სპორტის სასახლესთან დაგეგმილი აქციის ლოკაცია, სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილი პროცესის გამო შეიცვალა. სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილმა იქ მცირე ხნიანი აქცია დღეს მაინც გამართა. 

"სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა გუშინ ძალიან გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სპორტის სასახლესთან შეკრება. რადგანაც დღეს ეს არის აქტუალური თემა, რასაკვირველია, [საპროტესტო აქცია] გადატანილი იქნა სააპელაციო სასამართლოსთან. ბუნებრივია, ადამიანები იქ უნდა იკრიბებოდნენ, სადაც რაღაც ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულმა ხელისუფლებამ გადადო გაურკვეველი ვადით [სასამართლო სხდომა], მიუხედავად იმისა, რომ ეს გაურკვევლობა წესით, ძალიან მოკლე უნდა იყოს. როდესაც იქნება მეორეჯერ ამის განხილვა, როცა დანიშნავენ, რასაკვირველია თუ არ შეეშინდებათ ისე, რომ არ გააფრთხილონ საზოგადოება, კიდევ იქნება ალბათ აქცია.
ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, არაფერი ქაოსური არ არის. არ არის ზღაპრების მოყოლა საჭირო, რომ რაღაც ქაოსურობაა [ოპოზიციაში]. გადავიტანეთ აქცია იმის გამო, რომ როდესაც გუშინ გამოქვეყნდა სპორტის სასახლესთან, არ იყო ეს ამბავი ცნობილი. დღეს ქაოსური არის ხელისუფლება, რომელმაც ჯერ თქვა, რომ იქნებოდა სამ საათზე, შემდეგ მოატყუა საზოგადოება და თქვა, რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ხელისუფლებას რომ ძალიან ეშინია ეს იმითაც ჩანს, რომ იქ მიიყვანეს წარმოუდგენელი რაოდენობით პოლიციელი, რომელიც ისე იცავს სააპელაციო სასამართლოს როგორც ციხესიმაგრეს, თითქოს ვინმეს სურდა სააპელაციო სასამართლოში შეჭრა. იქმნება სურათი, თითქოს დიდი დაძაბულობაა. ჩვენი, ოპოზიციის მიზანია, რომ ყველაფერს ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტის ფორმა და ჩვენ ვრჩებით ამ მშვიდობიანი პროტესტით და ჩვენი მხრიდან, არანაირი ძალადობა არ არის მოსალოდნელი", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

დღის ამბები