აქციებმა უნდა მოიცვას მთელი საქართველო - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტმა განცხადება 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, ვივამედიდან ჩართვის დროს გააკეთა.
სააკაშვილმა პარალელი გაავლო გუშინ, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებსა და 2007 წლის 7 ნოემბერს შორის. სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანობას და ნეიტრალურ პლატფორმაზე საერთო სიის შექმნას სთავაზობს.