20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება

პატიმრობა, სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, თავდებობა თუ გირაოთი გათავისუფლება. რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება.

ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძესა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. მუხლი, რომლის მიხედვითაც გამოძიება მიმდინარეობს 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მირიან დეისაძის წინააღმდეგ კი ორი თვის წინ, ყოფილ სიძესთან მომხდარი კონფლიქტის გამო საქმე 125-ე მუხლითაც არის აღძრული. დაკავებულები და მათი ახლობლები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.

დღის ამბები